მთავარი ციტატა

“მაგას დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდ” – კუბლაშვილი ძალადობის სავარაუდო მსხვერპლზე “პრაიმტაიმთან” საუბრობს

“რომელი ეთერიდანაც ლანძღეს და ცილი დასწამეს ჩემს კლიენტს, ილია ჯიშკარიანს, ამავე ეთერში მოვიწვიე. რა გავაკეთე მითხარით ცუდი?! წიხლქვეშ ამოიდეს ჩემი კლიენტის ფოტოები და აქციები მოაწყეს, ხან პირდაპირ ეთერში დასხდნენ და ისაუბრეს. ცრემლმორეული და ღრიალით კარდაკარ დადიოდნენ და ატრიალებდნენ გულის ამაჩუყებელ სცენებს. ქალი ნაცემი არ არის, ხელებზე აქვს ნაჩხაპნები, ვერ გაურკვევია, სად მიიღო ეს ნაჩხაპნები… ჯიშკარიანისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ხალხია, ვინც მისი სახელი და გვარი შემოხაზა არჩევნებში. უნდა, რომ ამ ხალხს გააგებინოს სიმართლე. კაცია და ვერ იჭორავებს, არ გამოსდის ამ კაცს ქალივით ჭორაობა, ნერვიულობს. მე ქალი ვარ და აი, მაგას დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდ”

მარიამ კუბლაშვილი – ილია ჯიშკარიანის ადვოკატი

“პრაიმტაიმი”

შეგახსენებთ, რომ ილია ჯიშკარიანს თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე, წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტითა (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

ჯიშკარიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

 

 

იტვირთბა....