ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მთავრობამ, ქამრები მოჭერის ნაცვლად, ისე მოუშვა, რომ უზარმაზარი ღიპი გადმოუვარდა” – გოცირიძე

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე 2019 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს,  აფასებს და აცხადებს, მთავრობამ ისე მოუშვა ქამრები,რომ უზარმაზარი ღიპი გადმოუვარდა.

მისივე თქმით, შიდა ვალი 400 მილიონი ლარით იზრდება.

„ქვეყანას ახრჩობენ ვალებში. ხარჯებს ზრდიან შიდა ვალის აღების გზით.

შარშან ამ დროს 170 მილიონით გაუზარდეს თბილისის მერიას ხარჯები. დააწკაპუნებს თბილისის მერია ხელს და ნებისმიერი რაოდენობის ფულს აძლევს მთავრობა.

რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის თანხების დამატებას, ჯერ მოგვატყუეს, რომ მოგზაურობებზე სჭირდება და ჩვენ ვთქვით, რომ პირიქით, რაც შეიძლება ნაკლები უნდა მივცეთ უცხოეთში გასასვლელად – რამდენი გავიდა, იმდენი პრობლემა შექმნა. ჟურნალისტური გამოძიებით კი გაირკვა, რომ ფულს აძლევენ იმისთვის, რომ ლილოს ბაზრობაზე იყიდონ ანტიკვარები და შექმნან ორბელიანების სასახლის ბუტაფორია, მე-19 საუკუნის ანტურაჟი,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

იტვირთბა....