“შევთანხმდით, რომ ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც სომხეთი მხარს უჭერს, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამისთვის მადლობაც მოვახსენეთ. ის პოზიტიური ცვლილებები, რაც გვაქვს საერთაშორისო პლატფორმებზე ბოლო პერიოდში ერთმანეთის მხარდაჭერის კუთხით, უნდა გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ”
აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ სომხეთის პრემიერ მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.