საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში არ შეცვლილა.
1 აშშ დოლარის ღირებულება კვლავ 2.9701 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსით 1 აშშ დოლარი ასევე 2.9701 ლარი ღირდა.
0.0053 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.2725 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2778 ლარი იყო.