“დიდი მადლობა “ქართულ ოცნებას”, რომ ირაკლი კობახიძე ნაფტალინიდან ამოიღეს გავრილოვის ღამის შემდეგ. დღეს მე მას მშრალ ხიდზე საჩუქარი შევუძინე – ოქტომბრელების ნიშანი. გპირდებით, რომ სწორედ ირაკლი კობახიძეს და იმ ოქტომბრელების გუნდს, რომელებიც წარმოადგენენ დღეს “ქართულ ოცნებას”, პირადა გადავცემ ამ ნიშანს. პოლიტიკაში ჯერ არ მოვსულვარ და ორივე ძალა (ოცნება და ნაც,მოძრაობა”) ახორციელებენ ჩემზე თავდასხმებს, ეს ურალოდ მიანიშნებს ძლიერ შიშზე, რომელიც აქვთ ამ ორ დამკვიდრებულ ძალას, ახალი ძალები მიმართ”
ანა დოლიძე – იურისტი
ეს განცხადება ანა დოლიძემ “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა და მისი მომავალი პოლიტიკური გეგმები აღწერა.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ თუ “ქართულმა ოცნებამ” 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს და მაღალია ალბათობა იმისა, რომ საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება.