“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილის გასაჯაროებას არ აპირებს. შესაბამისი განცხადება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისივე თქმით, კონფიდენციალობის დაცვა მათაც ევალებათ, ისევე როგორც სახელმწიფოს. თუმცა, ახვლედიანი აქვე უარყოფს იმას, რომ წერილში კონკრეტული ხედვები არ იყო გაწერილი.
„წერილი, რაც ჩვენ გავაგზავნეთ ხუთაშაბათს, ეს იყო იურისტების დაწერილი, მის შინაარსს ვერ გავასაჯაროვებთ, რადგან არ ვაპირებთ ხელშეკრულების დარღვევას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მასში ზუსტად არის აღწერილი, თუ რა ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ პროექტი წინ წავწიოთ, ამიტომ არ ვეთანხმები დღევანდელ განცხადებას იმის თაობაზე, რომ თურმე იქ არაფერი წერია შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით,“- განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წერილი, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიიღო, არ შეიცავს პორტის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ხედვებს და გეგმებს