„ბუნებრივია, ყველა პარტიას აქვს თავისი გათვლები. ზოგჯერ ეს გათვლები რომ შევკრიბოთ, 200 და 300 პროცენტი გამოდის, მაგრამ რეალურად სხვა შედეგი დგება. „ქართული ოცნება“ აიღებს 2020 წლის არჩევნებზე მესამედზე ნაკლებს და აუცილებლად შეიქმნება ახალი სამთავრობო კოალიცია, სადაც შესაძლოა, „ქართული ოცნება“ იყოს ერთ-ერთი სუბიექტი, მაგრამ მას არ ექნება გადამწყვეტი ხმის უფლება”
კახა კუკავა – “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება, შეუძლებელიც კი გახდეს და აქედან გამომდინარე, მაღალი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობაც.