ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ცინიზმია, როცა სიკვდილით დასჯა აკრძალულია და ქალს აბორტის უფლება აქვს” – უმრავლესობის დეპუტატი

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ელექსანდრე ერქვანია აბორტს სიკვდილის დასჯას ადარებს და ფიქრობს, რომ მსგავსი კანონმდებლობა ცინიზმია, რადგან სახელმწიფო მშობლებს შვილების მკვლელობის უფლებას აძლევს.

“ცინიზმია, ქვეყნაში მთავარ პრიორიტეტად ადამიანი და მასზე მზრუნველობა იყოს გაცხადებული და მშვიდად ვუყურებდეთ ასიათასობით მუცლადმყოფი ბავშვის დაღვრილ სისხლს”, — თქვა ალექსანდრე ექვანიამ.

ალექსანდე ერქვანიას აზრით, მუცლად მყოფი ბავშვი ჩასახვის მომენტიდან სრულყოფილი ადამიანია. მისი თქმით, საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა და მსგავსი მიდგომებით ვერ განვვითარდებით.

ერქვანიამ სხდომაზე  მამათმავლობად მოიხსენია სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები, საქართველოს მეზობელ, პარტნიორ ქვეყნებს კი ოკუპანტები უწოდა.

იტვირთბა....