ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მივმართავ კონსორციუმს, თავად გაასაჯაროოს წერილი” – ცქიტიშვილი

ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წერილი, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიიღო, არ შეიცავს პორტის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ხედვებს და გეგმებს

მისივე თქმით, სახელმწიფოს შეზღუდული აქვს უფლება გაასაჯაროოს წერილის წინაარსი, თუმცა, როგორც მინისტრი ამბობს, კონსორციუმმა წერილთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას და შეცდომაში შეიყვანა.

“მივმართავ კონსორციუმს, თავად გაასაჯაროოს წერილი და მისცეს საზოგადოებას საშუალება ინტერპრეტაციის გარეშე გააკეთოს დასკვნები,”- აღნიშნავს მაია ცქიტიშვილი.

 

იტვირთბა....