aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახა კალაძე გლდანის რაიონში, ვეკუას ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, ვეკუას ქუჩაზე, გზის საფარის დაგების სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, გვიან ღამით, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია, რომელიც გარკვეულ ეტაპზე, სხვადასხვა მიზეზის გამო, შეფერხებებით მიმდინარეობდა, ამჟამად აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
„როგორც იცით, ჩვენ გლდანის რაიონში ვახორციელებთ ორი ცენტრალური – ვეკუა-ხიზანიშვილისქუჩებისრეაბილიტაციას. აქ ჩვენ გვქონდაპრობლემები, სამუშაოები გარკვეული მიზეზების გამო შეფერხებული იყო, რაზეც ერთ-ერთმთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე. დღეს, უკვე დაწყებული გვაქვს მოასფალტების სამუშაოები ვეკუას ქუჩაზე, მეშვიდე მიკრორაიონთან. ჩვენი გეგმის მიხედვით,ორივე ქუჩაზე ასფალტის ქვედა ფენების დაგებადეკემბრის ბოლომდედასრულებული უნდა იყოს. სამუშაოების ყველაზე მძიმე, პირველეტაპზე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემას. ამჟამად მიმდინარეობს დაერთებები. ამ პროექტის ფარგლებში შეიცვლება განათების ბოძები, ელექტროგადამცემი კაბელები კი მიწის ქვეშ განთავსდება. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და საავტობუსე ზოლები,“-განაცხადა კახა კალაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციების კაპიტალურ განახლებას, წყლის, სანიაღვრე და წყალარინების ქსელის მოწყობას გულისხმობდა, ამ დროისთვის დასრულებულია. სამუშაოები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ (GWP) შეასრულა.
გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგების შემდეგ რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი. გარდა ამისა, დამონტაჟდება 22 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი.
ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების ჯამური სიგრძე დაახლოებით, რვა კილომეტრს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 777 776 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გულია გოცირიძე და ოთარ გრიგოლია გაეცნენ.

იტვირთბა....