aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით, 12 ოქტომბერს, „რუმს ჰოტელში“ კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართება. სიმპოზიუმი ძუძუს კიბოს რადიოლოგიურ და გენეტიკურ სკრინინგს და მკურნალობას მიეძღვნება.

, ონკოპლასტიკური ქირურგიის, ფარმაკოლოგიის მიღწევებისა და ონკოლოგიაში სამეცნიერო მიდგომების მრავალდარგობრივ განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ დარგის საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექსპერტები: პროფესორი ჯონ რობერტსონი – ძუძუს ქირურგი, პროფესორი მარკ სიბერინგი – ძუძუს ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ლასლო თაბარი – რადიოლოგი, მამოგრაფიის სწავლების კოორპორაციის პრეზიდენტი, პროფესორი ენტონი ჰოველი – ონკოლოგი, ერიკ რობერტსონი, FAHRAS პროგრამის ავტორი.

სიმპოზიუმი განკუთვნილია რადიოლოგებისთვის, ონკოლოგებისთვის, ქირურგებისთვის, გენეტიკოსებისთვის, გინეკოლოგებისთვის, მამოლოგებისა და ციტოპათოლოგებისთვის.

იტვირთბა....