ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გაზგაყვანილობის შემოწმების საფასურის გადახდა მოუწევთ

საქართველოში შენობების შიდა გაზგაყვანილობის შემოწმება შესაძლოა, სავალდებულო გახდეს, – ინფორმაცია ამის შესახებ საკანაონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

კნონპროექტის მიღების შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებელს მოუწევს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მომსახურების თანხის გადახდა, ხოლო, თავის მხრივ, აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოები მიიღებენ შემოსავალს, გაზის საცალო მომხმარებლის შიდა ქსელის შემოწმების მომსახურებისათვის.

საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, იმ უბედური შემთხვევბის თავიდან აცილება, რაც გაუმართავ გაზგაყვანილობას უკავშირდება.

“მომხმარებელთა ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის გამართულობა უსაფრთხოების აუცილებელი პირობაა, რადგან არასწორად გაყვანილი მილების ან ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გაზდანადგარების ექსპლუატაცია იწვევს მომხმარებლის ობიექტზე ნახშირბადის მონოქსიდის (CO) გამოყოფას, აგრეთვე, შეიცავს ბუნებრივი გაზის დაგროვების რისკებს. ნახშირბადის მონოქსიდი არის უფერო და უსუნო აირი, რის გამოც ადამიანისთვის შეუძლებელია მისი შემჩნევა. ადამიანის ორგანიზმში მისი მცირე ოდენობით მოხვედრაც კი საკმარისია, რომ სერიოზული საფრთხე შეუქმნას სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ბუნებრივი გაზის დაგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს „ენერგიის გამოყოფის ფიზიკური ან/და ქიმიური არაკონტროლირებადი სწრაფად მიმდინარე პროცესი, რომლის დროსაც ხდება დარტყმითი ტალღების ვიბრაცია და თბური ზემოქმედება და დამანგრეველი შედეგების უნარის მქონე აირების დიდი სიჩქარით გაფართოება – აფეთქება. ასეთი შემთხვევების აღკვეთისათვის, აუცილებელია, ადეკვატური რეგულაციების დაწესება საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული შიდა ქსელის მიმართ და პასუხისმგებელი პირის დადგენა, რომელიც განახორციელებს მომხმარებლის შიდა ქსელის შემოწმებას.

“- ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ ტექნიკური რეგლამენტი 2019 წლის 15 ნოემბრამდე უნდა მიიღოს.

 

 

იტვირთბა....