ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ხაშურში დაჭრილი ქალი გარდაიცვალა

ახალგაზ​რდა ქალი, რომელსაც ყოფილმა მეუღლემ თავის არეში დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა.

30 წლის ქალი ჰოსპიტალში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

„დაზიანება იყო მძიმე, პრაქტიკულად სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ქალა ტვინის ტრავმა იყო. პაციენტი შემოიყვანეს უგონო მდგომარეობაში. ის გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე, უტარდებოდა სათანადო რეანიმაციული ღონისძიებები. პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სავარაუდოდ, ეს არ იყო ცეცხლნასროლი დაზიანება. იყო მრავლობითი ტრავმა ქალას ძვლებისა და იყო ტვინის ტრავმა. იყო სისხლჩაქცევები თავის ტვინში,“ – განაცხადა ხაშურის რეფერალური კლინიკის მენეჯერმა, თეიმურაზ მძინარაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ქალს თავის არეში დაზიანებები სავარაუდოდ, ბლაგვი საგნისგან ჰქონდა მიყენებული. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ხელყუმბარაც.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. ოჯახის წევრები დეტალებზე არ საუბრობენ.

იტვირთბა....