ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ხაშურში 36 წლის ქალი დაჭრეს

ხაშურში, „ევექსის“ კლინიკაში, კრიტიკულ მდგომარეობაში ქალბატონი მიიყვანეს. მას მრავლობითი მოტეხილობებით, ქალა სარქველის ტრავმა აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო Qartli.ge ავრცელებს.

“ქალბატონს სავარაუდოდ ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული დაზიანებები. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა” – განაცხადეს სამედიცინო დაწესებულებაში.

წინასწარი ინფორმაციით, ქალბატონს დაზიანებები სავარაუდოდ, მისმა ყოფილმა ქმარმა მიაყენა.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....