უკვე იდენთიფიცირებულია ბრალდებული, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ გვიან, აირის ხმოვანი სპორტული იარაღიდან ისროდა. ადგილზე ნაპოვნია გასროლის შედეგად დარჩენილი ვაზნა.
შსს-მ იდენთიფიცირება მოახდინა იმ პირის, რომელმაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ისროლა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოქალაქე ჩადენილ ქმედებას აღიარებს.
გამოძიება მომხდართან დაკავშირებით 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა.