ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანისთვის, რომელსაც სექსულაური ძალადობის მუხლი აქვს მიყენებული, პროკურატურა არ აპირებს აღმკვეთის სახით პატიმრობის მოთხოვნას. პატარაია პრესკონფერენციას აანონსებს და აცხადებს, რომ ის ამ ფაქტს არ შეეგუება.
“ილია ჯიშკარიანისთვის პროკურატურა არ აპირებს აღმკვეთის სახით პატიმრობის მოთხოვნას! ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა! დაზარალებულს არ გვეკითხებიან არაფერს! და მოსამართლეც ვერ შეუფარდებს პატიმრობას პროკურატურის მოთხოვნის გარეშე.
მთავარი პროკურორი ისევ ხელს აფარებს ოცნების დეპუტატს. ჩვენ ამას არ შევეგუებით!
განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოწმეზე ზემოქმედების მცდელობა უკვე იყო და დანაშაულის კვალი ერთხელ უკვე წაშალა ილია ჯიშკარიანმა. მას აქვს სერიოზული გავლენები სუსში და ჰყავს ძლიერი მფარველები. მისი თავისუფლებაზე ყოფნა საფრთხეს უქმნის ობიექტურ გამოძიებას!
ხვალ 10:30 საათზე გავმართავთ პრესკონფერენციას ამ თემაზე “საფარის” ოფისში.
გთხოვთ, ეს ინფორმაცია გაავრცელოთ მაქსიმალურად და დადგეთ ჩვენ გვერდით. პროცესი ხვალ 13:00 გაიმართება საქალაქო სასამართლოში.” – ავრცელებს განცხადებას ბაია პატარაია.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი თამთა თოდაძე აცხადებს, რომ ილია ჯიშკარიანმა მისი გაუპატიურება სცადა.
თავად ჯიშკარიანი კი, ამბობს, რომ “სიბინძურეზე საუბარი არ სურს და საქმეს სამართლებრივი გზით გაარკვევს”.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება.