aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ამხელა რესურსი ეროვნული ბანკის ახალი სათავო ოფისის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს” – გახარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამხელა რესურსი ეროვნული ბანკის ახალი სათავო ოფისის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ავრცელებს.

როგორც გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ფიქრობს, რომ 50 მილიონი ლარის რესურსი ეროვნული ბანკის ახალი სათავო ოფისის აშენებაზე არ უნდა დაიხარჯოს და ცოტა უფრო იაფადაცაა შესაძლებელი ოფისის აშენება.

„ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ორგანო. ბიუჯეტიდან არც ერთი კაპიკი არ მიდის. თუმცა, ამის მიუხედავად გეტყვით, რომ ამხელა რესურსი მმართველი ორგანოს, თუნდაც ეროვნული ბანკის შენობის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს. ვფიქრობ, უფრო ეფექტურადაა შესაძლებელი ისეთი შენობის აშენება ამ ქალაქში, რომელიც ცოტა უფრო იაფი დაჯდება“, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი სათავო ოფისის მშენებლობას გეგმავს, რომლის ბიუჯეტიც სავარაუდოდ, 50 მლნ ლარი იქნება.

იტვირთბა....