ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ეს ივანიშვილის ორგანიზებული პოლიტიკური ანგარიშსწორებაა მამუკასა და ჩემ მიმართ” – ჯაფარიძე

მოძრაობა “ლელოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომ ივანიშვილისთვის პრიორიტეტი არის ანგარიშსწორება და ამისთვის იყენებს პროკურატურას,

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მეთოდი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის გენერალური პროკურორი იყენებს, კარგად აპრობირებული მეთოდია ავტოკრატიული რეჟიმების მიერ, როდესაც ფულის გათეთრების დაბრალებით ხდება პოლიტიკური ოპონენტების დევნა.

„ყველასთვის ნათელია, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ორგანიზებული პოლიტიკური ანგარიშსწორება მამუკა ხაზარაძის და ჩემ მიმართ. ამას ეწირება საქართველოს ინტერესები. ამის გამო უზარმაზარ ზიანს იღებს სახელმწიფო, მისი ინსტიტუციები და თითოეული მოქალაქე. მაგრამ სამწუხაროდ, პრიორიტეტი ბიძინა ივანიშვილისთვის არის ჩვენთვის ანგარიშსწორება და ამისთვის იყენებს პროკურატურას, მის მთავარ პროკურორს, რომლის განათლება და მორალი რბილად რომ ვთქვათ, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. თქვენ თვითონ ნახეთ მისი გამოსვლა გუშინ. რაც მთავარია, მეთოდი, რომელსაც იყენებს ბიძინა ივანიშვილის მთავარი პროკურორი, ეს არის კარგად აპრობირებული მეთოდი ავტოკრატიული რეჟიმების მიერ, როდესაც ფულის გათეთრების დაბრალებით ხდება პოლიტიკური ოპონენტების დევნა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ამიტომ ისინი ამ ბრძოლაში უნდა დამარცხდნენ! ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ამიტომ ეს ბრძოლა იქნება შეუპოვარი და უკომპრომისო“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს  თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესა და ვახტანგ წერეთელს უსმენდნენ.

იტვირთბა....