“მეთოდი, რასაც იყენებს ბიძინა ივანიშვილის მთავარი პროკურორი, ეს არის კარგად აპრობირებული ავტოკრატიული რეჟიმების მიერ – როდესაც ფულის გათეთრების დაბრალებით, ხდება პოლიტიკური ოპონენტების დევნა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა”, – აღნიშნული განცხადება ბიზნესმენმა, ბადრი ჯაფარიძემ გააკეთა.
როგორც ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი და “მისი მთავარი პროკურორი” ოპონენტების მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებენ.
“ყველასთვის ნათალია, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის მიერ ორგანიზაებული პოლიტიკური ანგარიშსწორებაა მამუკა ხაზარაძისა და ჩემს მიმართ. ამას ეწირება საქართველოს ინტერესები. ამის გამო, უზარმაზარ ზიანს იღებს სახელმწიფო, მისი ინსტიტუციები და თითოეული მოქალაქე, მაგრამ სამწუხაროდ, პრიორიტეტული ბიძინა ივანიშვილისთვის არის ჩვენთვის ანგარიშსწორება. ამისთვის იყენებს პროკურატურას, მის მთავარ პროკურორს, რომლის განათლება და მორალი, რბილად რომ ვთქვათ, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს…
ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ამიტომ ისინი ამ ბრძოლაში უნდა დამარცხდნენ. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი შვილებისა და ქვეყნის მომავალზე, ამიტომ ჩვენგან ეს ბრძოლა იქნება შეუპოვარი და უკომპრომისო”, – უთხრა ჟურნალისტებს ბადრი ჯაფარიძემ.
სასამართლოში დღეს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა იყო ჩანიშნული.