ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში, გედევანიშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, გედევანიშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი გედევანიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით, 250-300 კვ/მ ფართობზე იყო გავრცელებული.

მათივე ცნობით, არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა საშიშროების აღკვეთა დროულად მოხერხდა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

იტვირთბა....