aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დაარეგისტრირეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 170 944 ლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი 9 198 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები.

დღეისთვის, დაყადაღებულია ერთი მიწის ნაკვეთი, ტარდება სათანადო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა – მხილების მიზნით”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.

იტვირთბა....