ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სამართლებრივი სტატუსით, მაკო გომური არ არის დაზარალებული”

“სამართლებრივი სტატუსით, მაკო გომური არ არის დაზარალებული. თუ პოლიტიკური სტატუსი გაინტერესებთ, მე პოლიტიკურ სტატუსებს არ ვადგენ”

ღნიშნული განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა და მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ მთავარმა საგამოძიებო უწყებამ ე.წ. გავრილოვის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან  დაკავშირებით, დაზარალებულად 67 სამართალდამცველი და აქციის მხოლოდ 4 მონაწილე სცნო. დაზარალებულთა შორის ვერ მოხვდა მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის ღამეს თვალი დაკარგა.

 

იტვირთბა....