“შალვა თადუმაძის დიპლომი არის ყალბი, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მან დაუყოვნებლივ უნდა მოხსნას საკუთარი კანდიდატურა, ასევე, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან. სხვაგვარად, მივმართავთ პარლამენტს, რომ დაიწყოს კონსტიტუციით გათვალისწინებული იმპიჩმენტის პროცედურები. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გასაუბრება საერთოდ არ უნდა შედგეს. მან დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნის შესახებ”
თინა ბოკუჩავა, დეპუტატი
შეგახსენებთ, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ“ მოქმედი გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა.
ამ თემასთან დაკავშირებით ოთარ კახიძემ საქართველოს გენერალური პროკურორის, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის იურიდიულ დიპლომთან დაკავშირებით განაცხადა, რომ წულუკიანი ისე დანიშნეს გენერალურ პროკურორად, მას იურისტის დიპლომი არ ჰქონია, ახლა კი მეორე სერიაა.
კახიძის ამ კომენტარს გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და განაცხდა, რომ კახიძე ლუზერია.