მთავარი ციტატა

“ქალბატონი წულუკიანი გენერალურ პროკურორად იურისტის დიპლომის გარეშე დანიშნეს, თადუმაძე მეორე სერიაა”

„გვახსოვს, ქალბატონი წულუკიანი ისე დანიშნეს გენერალურ პროკურორად, მას იურისტის დიპლომი არ ჰქონია. მერე გვახსოვს დაკავებები, ბედუკაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, ჩატაევი ციხიდან გამოუშვა, ეს ყველაფერი წულუკიანმა გააკეთა. ახლა მეორე სერიაა. ეს მორიგი პირია[შალვა თადუმაძე ] უკვე, რომლის იურიდიული განათლება არის კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს აღარ გვიკვირს უკვე, თუმცა ამ ყველაფრიდან უნდა გამოვიტანოთ აზრი და დავსვათ დიაგნოზი, რომ ეს ხელისუფლება არის შეუფერებელი, რომ მართავდეს ქვეყანას”.

ოთარ კახიძე, ევროპული საქართველოს წევრი

“საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ“ მოქმედი გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლა.  როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა. 

იტვირთბა....