საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0006 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9683 ლარი გახდა, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსით კი, 1 აშშ დოლარი 2.9677 ლარი ღირდა.
0.0054 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.2625 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2571 ლარი იყო.