aviabiletebi
მთავარი ციტატა

“თადუმაძის განათლებაში და პროფესიონალიზმში ეჭვი არ გვეპარება, პირიქით” – მათიკაშვილი

“შალვა თადუმაძის განათლებაში და პროფესიონალიზმში ეჭვი არ გვეპარება პირიქით. მე ამ ადამიანთან მიმუშავია და ზუსტად ვიცი მისი კვალიფიკაციის შესახებ და ეს შემიძლია დაგიდასტუროთ.
კომისიამ იმუშვა და დოკუმენტთან შესაბამისობის კუთხით რაც დამატებით დასჭირდა ის გმაოითხოვა. თუკი ვინმეს რამე კითხვა აქვს ამ კონკრეტულ მოცემულობასთან მიმართებაში თავისუფლად შეუძლია კანდიდატს დაუსვას”

aviabiletebi
ავიაბილეთები

დავით მათიკაშვილი – უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი

მან ეს განცხადება “ტვ პირველთან” საუბრისას გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ“ მოქმედი გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლა.  როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა. 

იტვირთბა....