„პრაქტიკულად, ყველა გაზეთსა თუ ჟურნალში წერენ ქართულ ლიტერატურაზე, ქართულ კულტურაზე ასევე სვანეთში მგზავრობის შემოთავაზება თუ მაგალითად, რთველზე დასწრება კახეთში. ძალიან ბევრი კონკრეტული, დეტალური ინფორმაციაა საქართველოზე. სწორედ ის შედეგი დგება, რომ საქართველო გერმანელი ტურისტებისთვის არის ძალიან მიმზიდველი და დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს გაიზრდება ტურისტების რაოდენობა საქართველოში“
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი – გერმანიის პრეზიდენტი
შტაინმაიერი საქართველოს ვიზიტად გუშინ, 6 ოქტომბერს ეწვია. გერმანიის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციაში გაიმართა. გერმანელ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი, გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ.