ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი წამყვანი, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს.
გაბუნია მთავარ საგამოძიებო ორგანოში 7 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს, ხვალ, 5 ოქტომბერს კი, ამავე საქმეზე გამოკითხვაზე „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეა დაბარებული.
,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია გიორგი გაბუნია“, – ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.