ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

როუზ გოტმიოლერი – მხარს გიჭერთ იმ რეფორმების მიმართულებით, რომელიც საქართველოს აახლოებს ნატოსთან

“მხარს გიჭერთ იმ რეფორმების მიმართულებით, რომელიც საქართველოს აახლოებს ნატოსთან”, – ასე მიმართა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტმიოლერმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

“ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა აქ ყოფნა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფორმატში, რომელიც 29 მოკავშირე ქვეყანას წარმოადგენს. ეს გახლავთ დემონსტრაცია ნატო-საქართველოს ძლიერი და მზარდი პარტნიორობის. ჩვენ დავასრულეთ პროდუქტიული შეხვედრა ნატო-საქართველოს კომისიის.

საქართველო გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე უახლოესი პარტნიორი ჩვენთვის და ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ თქვენს წვლილს ჩვენს ერთობლივ უსაფრთხოებაში. თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ჩვენს მისიებში ავღანეთში, რაც გვაძლევს საშუალებას ვებრძოლოთ ტერორისტების თავშესაფარს და შევქმნათ პირობები ავღანეთში მშვიდობისათვის. გილოცავთ, რომ საქართველოს წარმომადგენელი შტაბის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებს. ავღანეთში წარმომადგენლობის უმაღლესი პოზიციაა, რომელსაც საქართველოს ოფიცერი იკავებს ნატოს მისიებში და ჩვენ ვაფასებთ თქვენს ლიდერობას ამ მიმართულებაში, მივესალმებით ბრიგადის გენერალ ბატონ ჯანჯღავას ამ როლში.
გილოცავთ წარმატებას იმ წვრთნების, რომელიც საქართველომ დაგეგმა და გაუძღვა. ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა თქვენს სამხედრო განვითარებაში. ჩვენ დღეს ვზეიმობთ 5 წლის იუბილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ხელმოწერის შემდეგ, რომელიც გააძლიერებს თქვენი ქვეყნის თავდაცვას. დღეს შევთანხმდით, რათა განვაახლოთ არსებითი პაკეტი. ჩვენ მოვისმინეთ ალიანსის წევრების დაპირება რესურსების. თქვენ მოახერხეთ გაძლიერება თქვენი ინსტიტუტების, მოახდინეთ მოდერნიზება თავდაცვის ძალების და თავდაცვის ბიუჯეტის გაფართოებით მოგიწოდებთ და მხარს გიჭერთ ამ მიმართულებით და რეფორმების ჩატარების თვალსაზრისით, რომელიც ეხება თავდაცვის სექტორს და რაც უმნიშვნელოვანესია კანონის უზენაესობისა და სასამართლოს რეფორმების შემდგომი განხორციელებისთვის. ბრიუსელის სამიტზე 2018 წელს ალიანსის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს მიღებული იქნება ალიანსის წევრად. ჩრდილო ატლანტიკურ საბჭოზეც იყო ეს გაცხადებული, რაც პირველად გაცხადდა ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს, ნატოს კარი ღია რჩება. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენული უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის მისამართით. მოვუწოდებთ რუსეთს, გამოიწვიოს აღიარება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის და გამოიყვანოს ჯარები საქართველოს ამ რეგიონებიდან. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ რუსული სამხედრო გაძლიერებით შავი ზღვის რეგიონში. ამიტომაც ვაძლიერებთ თანამშრომლობას საქართველოსა და ნატოს საზღვაო ძალებს შორის”, – განაცხადა როუზ გოტმიოლერმა.

3-4 ოქტომბერს, მთავრობის მოწვევით,  საქართველოს  ჩრდილოატლანტიკური საბჭო (NAC) სტუმრობს. დელეგაციას უხელმძღვანელებს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი, ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები არიან.

წლევანდელი NAC-ის ვიზიტი საქართველოში  რიგით მეხუთეა.

იტვირთბა....