“ჩვენი პროგრესისტების მხრიდან პატრიოტული რიტორიკის პუტინისტური ძალებისათვის გადაბარება და ეროვნულ იდეაზე ” მაღლა დადგომის” მცდელობა ცივილიზაციური არჩევანის კრიზისს რომ გამოიწვევდა, ასეთი ძნელი მისახვედრი იყო უკვე ამ ოცი წლის წინ? სნობური იდეოლოგიური თამაშები რომ არც ისე უვნებელი რამ არის და რომ დიდწილად სწორედ ამას შეეწირა ჩვენი პირველი რესპუბლიკა, აქამდე არ ვიცოდით? ვფიქრობ, ეს კაცი (საუბარია სააკაშვილზე რედ.) გვიან მიხვდა ამას, როცა უკიდურესად გაუჭირდა. ჩვენ კიდევ
ღმერთმა არ ქნას ახლაც იმ ქვას წამოვკრათ ფეხი, რომელსაც – ამ ასი წლის წინ, თორემ მეთერთმეტე არმია შორს არ წასულა და არც ორჯონიკიძეები მოგვკლებია საქართველოში”.
ზაზა ფირალიშვილი, ფილოსოფიის დოქტორი
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბოლო პერიოდში მკვეთრად დაუპირსპირდა “ევროპული საქართველოს” ლიდერს გიგა ბოკერიას. სააკაშვილის თქმით, ბოკერია ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ცდილობდა ქართული ტრადიციებისა და ეკლესიის დისტანცირებას. სააკაშვილი აცხადებს, რომ ის ტრადიციულ ოჯახშია გაზრდილი.