ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძემ “ლელოს” მორიგი 12 წევრი წარადგინა

“ლელოს” დაფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის მორიგი 12 წევრი წარადგინა.

საზოგადოებრივ მოძრაობას შეუერთდნენ: ეკონომისტი ქეთევან კრიალაშვილი, იურისტი ალექსანდრე ფირცხალაიშვილი, პიანისტი თეა ჭკუასელი, მხატვარი ირაკლი სუთიძე, სპორტსმენი ბესიკ ლიპარტელიანი, სპორტსმენი გია რაფავა, ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი, ანალიტიკოსი თორნიკე შურღულაია, მწერალი ხათუნა თავდგირიძე, სპორტსმენი დავით გელაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი აკაკი გელაშვილი და ფსიქოლოგი გიორგი ოქროაშვილი.

ხაზარაძის თქმით, „ლელო“ საზოგადოებრივი მოძრაობაა და პარტიას ის უახლოეს ორ თვეში წარადგენს.

უფრო ადრე “ლელოს” ალექს ბოლქვაძე – ადვოკატი; ნიკა ჩერქეზიშვილი – პოეტი; თამარ შავგულიძე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი; ნია ჭაჭიაშვილი – მასწავლებელი; გიორგი წურწუმია – ჰიდროინჟინერი; ამირან ფაჩუაშვილი – ადვოკატი; ბექა მიქაძე – ახალგაზრდა გამომგონებელი; ვახტანგ კონტრიძე – ახალგაზრდა გამომგონებელი; ქეთევან მატაბელი- მხატვარი; ნინო თელია – კონსტიტუციონალისტი; ვასილ ჭეიშვილი – ექიმი, მედიცინის დოქტორი; თამაზ ბუთხუზი – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ფილოსოფოსი, ლანა გალდავა, ლევან ბოძაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, კახა კოჟორიძე, მედეა მეტრეველი, გია გუგუშვილი, საბა ბუაძე, გიგლა მიქაუტაძე, ქეთევან ენუქიძე, ელენე მელიქიშვილი, გია მორდებაშვილი, დავით გელაშვილი – შეუერთდნენ.

თავად საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია კი, 12 სექტემბერს ანაკლიაში გაიმართა.

იტვირთბა....