ვაკის რაიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 3 ოქტომბრის 20:00 საათიდან 5 დღის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირის, არაყიშვილისა და რამიშვილის ქუჩების გადამკვეთ გზაჯვარედინზე. ამის შესახებ დედაქალაქის მერიას განცხადებას ავრცელებს.
“ამდენად, ადგილობრივი მოსახლეობა და ვიზიტორები რამიშვილის ქუჩის მიმართულებით ავტოტრანსპორტით გადაადგილებას ამირეჯიბის გზატკეცილიდან, ასევე, ავალიშვილისა და ჩიქოვანის ქუჩებიდან შეძლებენ. რამიშვილის ქუჩაზე ტრანზიტული მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
ფალიაშვილის ქუჩიდან რამიშვილის ქუჩასა და ამირეჯიბის გზატკეცილს ტრანსპორტი თაქთაქიშვილის ქუჩის, ჭავჭავაძის გამზირისა და ავალიშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.