ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ჩემ გარეშე თუ ჩემთან ერთად, ეს კომპანია შედგება” – “ფორმულას” გენერალური დირექტორი

“ჩემ გარეშე თუ ჩემთან ერთად, ეს კომპანია შედგება და იქნება წარმატებული”,- ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში მისვლისას, ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გუმბარიძემ განაცხადა.

გუმბარიძის თქმით, მისი დაბარება, მთავარ საგამოძიებო უწყებაში უკავშირდება “ინტერმედიის” საქმეს, რომელიც რამდენიმე თვეა პროკურატურაშია და რომელზეც ბრალი აქვს წარდგენილი ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილსა და კახა დამენიას.
“სავარაუდოდ, ჩემი გამოკითხვაც უკავშირდება „ინტერმედიას“ . იმ პერიოდში ვიყავი ერთ-ერთი დამფუძნებელი ამ კომპანიის. რაც შეეხება ბრალს, ეს ბრალი არის აბსურდული. საერთოდ გაუგებარია ამხელა რესურსი რატომ იხარჯება ასეთი ტიპის „ქეისის“ გამოძიებაში. მე ჯერ არ მინდა დეტალებზე საუბარი, თუმცა ეს საქმე არის თითიდან გამოწოვილი. ეჭვებს ბადებს ის ფაქტი, რომ გუშინ დაიწყო „ფორმულამ“ მაუწყებლობა და იმ დღესვე განხორციელდა ზარი გამომძიებლისგან, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ „ფორმულა“ დაიწყებს მაუწყებლობას. 5 ოქტომბერს ჩვენ დავიწყებთ საინფორმაციო გამოშვებას და ჩვენ შევეცდებით, რომ ყველა ის გამოწვევა, რომელიც დღეს აქვს მედიაბაზარს, ყველა ის გამოწვევა, რაც აქვს თავისუფალ სიტყვას, ყველა ის გამოწვევა, რაც უკავშირდება მედია პლურალიზმს, ჩვენ დავდებთ ერთ აგურს ამ საქმის მშენებლობაში.

ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ როგორც კი მაუწყებლობა დაიწყო ტელეკომპანიამ იმ დღესვე არხის გენერალურ დირექტორს დაუკავშირდა გამომძიებელი, თუმცა ნუ გავასწრებთ მოვლენებს, დაველდოთ. “ფორმულა” იქნება ძალიან ძლიერი, ძალიან საინტერესო არხი, გვექნება ძალიან კარგი ნიუსის გადაცემა, გვექნება პოლიტიკური თოქ-შოუები, გასართობი კონტენტი. ეს იდეა დგას ერთ ადამიანზე უფრო მაღლა, ეს იდეა დგას ჩემზე უფრო მაღლა. ეს არის პლატფორმა, რომელშიც ადამიანები გაერთიანებულები არიან ღირებულებების მიხედვით”, – განაცხადა გუმბარიძემ.

შეგახსენებთ, “ფორმუალამ” მაუწყებლობა გუშინ, პირველ ოქტომბერს დაიწყო.

იტვირთბა....