მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა”ფეისბუქის” გვერდზე რჩევა იკითხა, “ბალენსიაგას” კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ, პრეზიდენტს კაბა შეურჩია.
“შეგირჩიეთ Salome Zourabichvili💋👗” , – წერს გვასალია.
საქმე ეხება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაზიარებულ “ბალენსიაგას” ახალ კოლექციაზე დაწერილ სტატიას, რომლის გაზიარებისასაც სალომე ზურაბიშვილმა იკითხა – “რომელი ჩავიცვა … სკანდალის გარეშე????”
https://www.facebook.com/FashionHolicsOnline/photos/a.1490562437847965/2484940551743477/?type=3&theater