ახალი ამბები მთავარი სამართალი

ყაჩაღობა თბილისში- ქალი, სავარაუდოდ, ცხელი უთოთი ბლაგვი საგნით აწამეს

თბილისში ყაჩაღობა მოხდა – მეზობლების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ქალი, სავარაუდოდ, ცხელი უთოთი აწამეს და შემდგომ ბლაგვი საგნით სცემეს და შვილების დახოცვით დაემუქრნენ.

მათი აზრით, თავდამსხმელებმა იცოდნენ, რა დროს იქნებოდა ქალი მარტო და სახლში სწორედ ამ დროს შეიჭრნენ.

ამ დროისთვის, ქალი ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, როგორც ექიმები ამბობენ, მას მას თავის ტვინის შერყევა და სხეულისა და გულმკერდის ზედაპირული ტრავმები აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება  სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით “ბ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონო შეღწევის შედეგად ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელებმა  სახლიდან დიდი ოდენობის თანხა და ოქროულობა წაიღეს.

იტვირთბა....