aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხათუნა ლაგაზიძე – გია ჟორჟოლიანის ინიციატივა, არჩევნების რეგიონალურ-პროპორციული სიით ჩატარების შესახებ, “ქართული ოცნების” შიშებს ასახავს 

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე პარლამენტის წევრ გია ჟორჟოლიანის ინიციატივას – პროპორციული საარჩევნო სისტემა მრავალმანდატიან ოლქებში ამოქმედდეს, აფასებს და აცხადებს, რომ ჟორჟოლიანის ინიციატივა “ქართული ოცნების” შიშებსაც გამოხატავს. როგორც ხათუნა ლაგაზიძე განმარტავს, პროპორციულ საარჩევნო სისტემას აქვს თავის ნაირსახეობები – ერთი არის არჩევნები ერთიანი პროპორციული სიით, როგორიც გვქონდა აქამდე, როცა თითო პარტიას აქვს თითო სია, მთელი საქართველოს ამომრჩევლისთვის ან მეორე -რეგიონალურ-პროპორციული სია, როცა თითოეული პარტია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა სიას წარადგენს.

“იმერეთს ექნება თავისი სია, სამეგრელოს თავისი და ა.შ შესაბამისად, ეს 150 კაციანი დეპუტაცია გადანაწილდება, კვოტების მიხედვით, რეგიონულ სიებში. ზოგან იქნება 10 დეპუტატი ასარჩევი, ზოგან 15 და ა.შ. ამის პლუსი ისაა, რომ ამ ფორმულით დეპუტატი უფრო ახლოს იქნება ამომრჩეველთან და რეგიონის პრობლემებთან, თუმცა მთავარი, რის გამოც ეს ოცნებას სურს და რის გამოც გია ჟორჟოლიანი ამას აჟღერებს არის ის, რომ ამ ტიპის რეგიონალურ-პროპორციული სიებით ბუნებრივი ბარიერი, ზოგიერთ რეგიონში შეიძლება 10%-საც კი ასცდეს. ის ბუნებრივი ბარიერი, რომელიც ოპოზიციამ დიდი სიხარულით მიიღო – 0.67 %, ეს იქნება იმ შემთხვევაში, თუ იქნა მთელი საქართველო მასშტაბით, მაგრამ მაგალითად, თბილისს ჰყავს 20 მაჟორიტარი და მილიონი ამომრჩეველი, პირობითად, მილიონი რომ გავყოთ 20- ზე გამოდის, რომ ერთი სადეპუტატო მანდატისთვის, 50 000 ხმაა საჭირო და ბარიერი გაცილებით მეტია…  იმერეთში, შეიძლება, სხვა შეფარდება იყოს და აშ. გააჩნია, როგორ გადანაწილდება, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ არჩევნები იმგვარად ჩატარდა, რომ ბუნებრივი ბარიერი იქნა არა 0.67%, არამედ 10-15%, ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალ პარლამენტში 3 პოლიტიკური ძალის გარდა, ვერავინ გავა”, – განმარტავს ლაგაზიძე. 

შეკითხვაზე, აღნიშნული ინიციატივა ხომ არ არის “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმებული, მან გვიპასუხა, რომ ასეცაა და გია ჟორჟოლიანს არც უთქვამს, რომ “ქარრთული ოცნების” ოპოზიციაში მიდიოდა. 

“მიზანი ამ ინიციატივის ესაა და არა ის, რომ დეპუტატი ახლოს იყოს ხალხთან, რაც თავისთავად, კეთილშობილური მიზანია. გია ჟორჟოლიანი “პატრიოტთა ალიანს” მიამაგრეს იმიტომ, რომ მათი ფრაქცია არ დაშლილიყო. მისი ყველა ინიციატივა, დარწმუნებული ვარ, სახელისუფლოა, რაც მოთელვას და ტესტირებას გასდის პოზიციური დეპუტატის პირით;. როცა ის “ოცნებას” ტოვებდა, მაშინაც არ უთქვამს, რომ ოპოზიციაში გადადიოდა. მე ის მაფიქრებს, რატომ ხვდებიან ასეთი დუმილით ამას ოპოზიციური პარტიები, ეს მათთვის ისეთი ცელია, რომელიც პარტიების უმრავლესობას უბრალოდ არჩევნებამდე მოცელავს. გასაგებია, რომ დღევანდელი ოპოზიცია ძალიან სუსტია, იმისთვის რომ დიდი და გლობალური მიზნები დაისახონ, მაგრამ ეს ხომ ძალიან პრაგმატული ამოცანაა. პატარა პარტიებს პარლამენტში მოხვედრის შანსი მხოლოდ ერთიანი პროპორციული სიისა და ბუნებრივი ბარიერის შემთხვევაში გაუჩნდებათ. ეს ინიციატივა “ქართული ოცნების” შიშებსაც გამოხატავს, ეს არის თავის გადაზღვევის ვერსია, ოპოზიციამ ძალიან სერიოზულად უნდა იმუშაოს დასავლეთთანაც, რომელსაც, წინა წლებთან შედარებით, ნაკლებად ანაღვლებს საქართველო და ამაში ოპოზიციაც დამნაშავეა, თუმცა რაც არის ის ინტერესიც უნდა გამოვიყენოთ, დასავლეთის ჩართულობა ჩართულობაც უდნა იყოს სერიოზული, რათა არჩევნები ჩატარდეს ერთიანი პროპორციული სიით და არა რეგიონალური”. – ამბობს ხათუნა ლაგაზიძე. 

იტვირთბა....