მთავარი ციტატა

“პრობლემა იმაშია, რომ მიხეილ სააკაშვილი ლევან ვასაძის და „ქართული მარშის” ტერმინოლოგიით აკრიტიკებს ვინმეს, მათ შორის, გიგა ბოკერიას

„სინანულით მინდა აღვნიშნო, რომ გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად დასცილდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას, ისევე, როგორც იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელზე დაყრდნობითაც ის 2004 წელს თავის გუნდთან ერთად იწყებდა ქვეყნაში რეფორმებს და აშენებდა დასავლურ, ტოლერანტულ, თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს. მხედველობაში მაქვს გიგა ბოკერიას წინააღმდეგ წარმოებული შეტევა. მინდა ვიყო ძალიან მკაფიო – პრობლემა არ არის გიგა ბოკერიას კრიტიკაში, პრობლემა არის იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი ლევან ვასაძის და „ქართული მარშის” ტერმინოლოგიის და მათი არგუმენტების გამოყენებით აკრიტიკებს ვინმეს, მათ შორის, თუნდაც გიგა ბოკერიას”.

დავით ბაქრაძე, “ევროპული საქართველოს ლიდერი”

 

იტვირთბა....