ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოკერია – სააკაშვილი, ალბათ, ჩემი 9- წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მისი მისამართით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებას ეხმაურება.

“სააკაშვილი მალე, ალბათ, ჩემი 9- წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს. ისე, ხუმრობის გარეშე, ნამდვილად ასეა, „ვარდების რევოლუციის“ როგორც მიღწევების, ისე მძიმე ჩავარდნების მემკვიდრე არის „ევროპული საქართველო“, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და არა სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა”, – ამბობს ბოკერია.

მიხელ სააკაშვილმა “მთავარის” ეთერში განაცხადა, რომ გიგა ბოკერიას განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება აქვს ქართული ტრადიციების და ფასეულობების მიმართ.

“ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებიდან”, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

იტვირთბა....