მთავარი ციტატა

“იმ ორი ჟურნალისტის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, სააკაშვილი რომ ყავდათ ეთერში და შოკში არიან…”

“იმ ორი ჟურნალისტის საყურადღებოდ მინდა ვთქვა სააკაშვილი რომ ყავდათ ეთერში და შოკში არიან. რა გიკვირთ? გადალახული აქვს მაგ კაცს ის წერტილი, საიდანაც უკან არ ბრუნდებიან. თავის დროზე, სუსტი რგოლები რომ არ ეპოვა ჩვენში და კედელივით დავმდგარიყავით – დაგვეჯახებოდა და მოჯდებოდა. მისთვისაც კარგი იქნებოდა და ქვეყნისთვისაც. მაგრამ, მან სუსტი რგოლები იპოვა, გაგვარღვია, პარტია დაშალა და ნარჩენს ხელყუმბარასავით იქნევს. მის გადასარჩენადაც ჯობდა თავისი ვერ გაეტანა! მცირე, მაგრამ მაინც შანსი იყო, აქამდე არ მოსულიყო. არადა, რა საწყენია? რამხელა მემკვიდრეობის ფიგურაა და რა მდგომარეობაში ჩაიგდო თავი.”

თამარ ჩერგოლეიშვილი, “ტაბულას” დირექტორი

შეგახსენებთ, ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ქართული ტრადიციების და ქრისტიანული ღირებულებებისგან დისტანცირება მოეხდინა. 

იტვირთბა....