“კონფლიქტის მოგვარების მხოლოდ ორი გზაა, ერთი ომია და ჩვენ ვგმობთ ძალის გამოყენებას, მეორე არის დიალოგი და დიპლომატია. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მკაფიო იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ჩვენმა პარტნიორებმა უნდა შეინარჩუნონ ეს საკითხი დღის წესრიგში, როდესაც ისინი ესაუბრებიან რუსებს, რადგან ამგვარად ჩვენ და თქვენ ვიმეორებთ და ვახსენებთ, რომ ეს სიტუაცია არ არის ნორმალური, რომ ის უნდა გამოსწორდეს, რომ ეს არ შეესაბამება 2008 წელს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ნორმალურ ურთიერთობებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონის სტაბილური ვერ იქნება, თუ ნორმალურ ურთიერთობებს არ აღვადგენთ. სწორედ ეს უნდა გააკეთონ ჩვენმა პარტნიორებმა”.
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიო ლიდერთა ფორუმზე, კოლუმბიის უნივერსიტეტში განაცხადა.