“ჩვენი პარტნიორების კომენტარები ლავროვ-ზალკალიანის შეხვედრაზე საკმაოდ ორაზროვანია და როგორც პოზიტივის, ასევე რისკის შემცველია. ეს მათ საშუალებას აძლევს ნაწილობრივ მაინც მოიხსნან პასუხისმგებლობა პრობლემაზე, რომლის გადაწყვეტის გზასაც ვერ ხედავენ. ისედაც ბევრი თავის ტკივილი აქვთ. ახლა ჩვენ ვართ მცირეწლივანი ბავშვის მდგომარეობაში, რომელიც ცდილობს უღრან ტყეში დათვს ეთამაშოს მონადირე მამის გარეშე…დათვს კი მხოლოდ ორი შემოთავაზება აქვს – ან შეგჭამს, ან დათვის ბელობაზე თუ დათანხმდი, ბუნაგში წაგიყვანს..”
გია ხუხაშვილი – პოლიტოლოგი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ.