“მე ჯერ კიდევ ბავშვი, სტუდენტი ვიყავი, როდესაც ბესელიაზე კორუფციასთან დაკავშირებით მუდმივად კითხვები ისმებოდა, მაგრამ რატომღაც ეს ქალბატონი მუდმივად ახერხებს ყურადღების სხვა რამეზე გადატანას. ეს არის მისი დღის წესრიგი, რომ პოლიტიკურ ველზე იტივტივოს. მე, როგორც ვიცი, იგი ხაზარაძესთან ცდილობს შეძრომას, რომ რამენაირად მისი პოლიტიკური სარჩული მოირგოს, რაზეც მამუკა ხაზარაძემ მას უარი უთხრა, ზუსტად იმ იგივე წარსულის გამო.“
ვანო ზარდიაშვილი, უმრავლესობის დეპუტატი
“პალიტრა ნიუსის” გადაცემა “360 გრადუსი”