“მთავარი არხის” ეთერში პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ შეხვედრას, სადაც ივანიშვილმა ე.წ. ჩინჩალაძის სიის მხარდაჭერა თხოვა, უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილიც ესწრებოდა.
“მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის შეძლებს და დაადასტურებს ამას” – აღნიშნა ეკა ბესელიამ “მთავარი არხის” ეთერში.
საუბარია უზენაესი მოსამართლეობის მოსამართლეთა კანდიდატთა 10-კაციან სიაზე, რომელიც 2018 წლის დეკემბერში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა. სწორედ ამ სიის გამო, ეკა ბესელიამ რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა პარტია. საბოლოოდ, სია უკან გაიწვიეს.