ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ხვალ ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ დოლარს გაყიდის

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გასაძლიერებლად ეროვნული ბანკი ხვალ 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ამის შესახებ ეროვნული ბანკი ოფიციალურ ვებგვერდზე წერს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის. ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

“ეროვნული ბანკი თანმიმდევრულად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....