გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას “ევროპულ საქართველოში” აფასებენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ „მთლიანობაში, ეს იყო ზოგადი და არაფრის მომცემი გამოსვლა”.
„რა თქმა უნდა, გაერო-ს ტრიბუნაზე საქართველოს პრეზიდენტი უნდა შეეხოს გლობალურ თემებს, ისეთს როგორებიც არის მაგალითად: კლიმატის ცვლილება ან გლობალური მიგრაცია, მაგრამ არასწორია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი დაახლოებით ერთ სიბრტყეზე აყენებს, თანაბარ დროს უთმობს და თანაბარი ემოციით საუბრობს ოკუპაციაზე, საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანაზე და კლიმატის ცვლილებასა და მსოფლიო მიგრაციის პრობლემებზე. ამიტომ, ეს იყო ზოგადი გამოსვლა, ეს არ იყო გამოყენებული შესაძლებლობა იმისთვის, რომ საქართველოს პრობლემები მიგვეტანა გაერო-ს წინაშე, რაც მთავარია, რეაქცია მოგვეთხოვა მათგან და არამხოლოდ ფორმალურად გვეხსენებინა ოკუპაცია, კონფლიქტი და ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემა“, – აცხადებს ბაქრაძე.
შეგახსენებთ, რომ ზურაბიშვილი გუშინ, 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა;