aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძემ “ლელოს” მორიგი 12 წევრი წარადგინა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ლელოს” დაფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებრივი მოძრაობის მორიგი 12 წევრი წარადგინა.

“ლელოს” ამჯერად – ალექს ბოლქვაძე – ადვოკატი; ნიკა ჩერქეზიშვილი – პოეტი; თამარ შავგულიძე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი; ნია ჭაჭიაშვილი – მასწავლებელი; გიორგი წურწუმია – ჰიდროინჟინერი; ამირან ფაჩუაშვილი – ადვოკატი; ბექა მიქაძე – ახალგაზრდა გამომგონებელი; ვახტანგ კონტრიძე – ახალგაზრდა გამომგონებელი; ქეთევან მატაბელი- მხატვარი; ნინო თელია – კონსტიტუციონალისტი; ვასილ ჭეიშვილი – ექიმი, მედიცინის დოქტორი; თამაზ ბუთხუზი – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ფილოსოფოსი – შეუერთდნენ.

ხაზარაძემ საზოგადოებას “ლელოს” პირველი 12 წევრი – ლანა გალდავა, ლევან ბოძაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, კახა კოჟორიძე, მედეა მეტრეველი, გია გუგუშვილი, საბა ბუაძე, გიგლა მიქაუტაძე, ქეთევან ენუქიძე, ელენე მელიქიშვილი, გია მორდებაშვილი, დავით გელაშვილი – გასულ კვირას წარუდგინა.

თავად საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია კი, 12  სექტემბერს ანაკლიაში გაიმართა.

იტვირთბა....