“ეს იყო ერთი უფერული გამოსვლა”, – ასე აფასებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი.
ბერძენიშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტს “ამჯერად, არაფერი დაუშავებია”. თუმცა, მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მეტი უნდა ესაუბრა.
“ამჯერად, არაფერი დაუშავებია. ძალიან ბევრი წყალი იყო მის გამოსვლაში, მაგრამ მისგან არ ველით ძალიან მნიშვნელოვან გამოსვლებს, მთავარი არის, რომ ვერ დააშავოს, არ დააშავოს. ამჯერად, მგონი არ დაუშავებია. მეტი იყო სალაპარაკო ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებზე. ზელენსკის ტყუილად არ ამოუღია ის ტყვია და ტყუილად არ უჩვენებია. საქრთველოს პრეზიდენტის გამოსვლა იყო ერთი უფერული გამოსვლა, მაგრამ მთავარია, რომ არაფერი დაუშავებია. ეს წარმატებაა მისგან”, უთხრა “მეტრონომს” დავით ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა;