ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაგვაგებინეთ ყველას – რას უპირებთ ტყიბულს? – ლორთქიფანიძე

სასაცილოა დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე საუბარი მაშინ, როდესაც 30 წლის განმავლობაში ერთი ინდუსტრიული ქალაქისთვის ვერ მიგვიხედავს, მისთვის ფუნქცია ვერ გამოგვიძებნია!, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში ტყიბულში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას წერს.

ლორთქიფანიძის განცხადებისას, ვითარება ისეთია, რომ მეშახტეები ხელფასის აღების შემთხვევაშიც მშივრები რჩებიან.

“დილა მშვიდობისა!
ტყიბულელი მეშახტეები მიწისქვეშ რჩებიან, შიმშილობენ. ბანკები აგრძელებენ უხელფასოდ დარჩენილი ქალაქის მკვიდრთათვის საურავების, ჯარიმების, პირსაგამტეხლოების დაკისრებას ( ნეტავ მამუკა ხაზარაძე რას ფიქრობს? ვითარება ისეთია, რომ მეშახტეები ხელფასის აღების შემთხვევაშიც მშივრები რჩებიან!

პრობლემის გადასაწყვეტად ტყიბულში გახარიამ თურნავა მიავლინა – ქალი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ბეჟუაშვილებთან და მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ დუმდა სიკვდილისთვის განწირული მშორმელების ბედზე. ამაზრზენი ხალხი!

გაგვაგებინეთ ყველას – რას უპირებთ ტყიბულს?”, – წერს ლორთქიფანიძე.

შეგახსენებთ, რომ მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, 25 სექტემბრიდან ტყიბულში პროტესტი განახლდა – 30-მდე მეშახტე მინდელის, ხოლო ამდენივე ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და უარს ამბობს ამოსვლაზე მანამ, სანამ მიმდინარე ხელფასებსა და ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას არ მიიღებენ.

მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეომიმართვები, სადაც ტყიბულელ მეშახტეებს ზესტაფონელი მეტალურგებიჭიათურელი მაღაროელები და ქსნის მინის ტარის ქარხნის მუშები უცხადებენ სოლიდარობას.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება პრემიერ მინისტრს მიმართავს, სასწრაფოდ მოიწვიოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა, ტყიბულში არსებული კრიზისული ვითარების განსახილველად.

“საქნახშირი” მეშახტეების პროტესტს სპეციალური განცხადებით ეხმიანება. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის მოსაძებნად, “საქნახშირი” სახელმწიფოსთან ერთად, კონსულტაციებს აწარმოებს.

მეშახტეების სახელფასო დავალიანების დაფარვა აუცილებლად უნდა უზუნველყოს “საქნახშირმა” – ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გააკეთა.

ტყიბულში მეშახტეთა პროტესტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ეხმაურება. დეპუტატი აცხადებს, რომ კომპანია ვალდებულია, სახელფასო დავალიანება გადაიხადოს. მისივე თქმით, სახელმწიფო უზრუნვლყოფს, რომ კომპანიამ ვალდებულებები შეასრულოს.

პრობლემის მოსაგვარებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს 26 სექტემბერს ტყიბულში ჩავა. ამის შესახებ მთავრობის დღვანდელ სხდომაზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

იტვირთბა....