უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. ზელენსკიმ ასამბლეაზე ტყვია მიიტანა და თქვა, რომ ადამიანის სიცოცხლე იმ ტყვიის ფასი ღირს, რომლითაც მას კლავენ.
უკრაინის პრეზიდენტმა მაგალითად მოიყვანა ვასილი სლეპაკი, რომელიც პარიზის ეროვნული ოპერის სოლისტი იყო და დონბასში მოკლეს.
„მე თქვენ მოგიყვებით ისტორიას ადამიანზე, რომელსაც ლამაზი ხმა ჰქონდა. მას მთელ მსოფლიოში საუკეთესო ბარიტონად თვლიდნენ. მისი ხმა ისმოდა აშშ-ში, კარნეგი ჰოლში და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარშიც, ლონდონის ქოვენთ გარდენში და პარიზის ოპერაშიც. მაგრამ არსებობს საგანი, რომელიც არასდროს მოგცემთ საუბრის საშუალებას. ეს არის ტყვია. 12,7 მილიმეტრიანი ტყვია, რომელმაც დაასრულა მისი კარიერა და სიცოცხლე. ეს ტყვია 10 დოლარი ღირს და სამწუხაროდ, სწორედ ამდენად ფასობს ადმიანის სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე. ასეთი ისტორია ათასია, ასეთი ტყვია კი მილიონი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 21-ე საუკუნეში. მას შესაძლებლობების საუკუნეს ეძახიან. დიახ დღეს მოსმენის ნაცვლად მეტი შესაძლებლობაა მოგკლან“, – განაცხადა ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას.