უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შოთა გეწაძე, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, აბორტის აკრძალვის მომხრეა.
გეწაძის გაცხადებით, საუბარი არ არის აბორტის ტოტალურ აკრძალვაზე.
“აბორტის ტოტალურ აკრძალვაზე მე არ ვსაუბრობ. პირიქით, მე ამის წინააღმდეგ გამოვდივარ. მე დავწერე, რომ აბორტის სრულად აკრძალვა არის გულუბრყვილობა, არ შეიძლება. არც ერთ ქვეყანაში არ გაამართლა, გადაინაცვლა იატაკქვეშეთში. თუ ნაყოფის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, თუ დედის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, თუ ნაყოფის ჩასახვა მოხდა გაუპატიურების გზით, ინცესტის გზით, ასეთ დროსაც ვეთანხმები”, – განაცხადა შოთა გეწაძემ.